დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პირველად საქართველოში Women's 50 კატეგორიის ჩოგბურთის საერთაშორისო ტურნირები გაიმართება - თამაშებს ლოპოტა სპა რეზორტი მასპინძლობს

პირველად საქართველოში Women's 50 კატეგორიის ჩოგბურთის საერთაშორისო ტურნირები გაიმართება - თამაშებს ლოპოტა სპა რეზორტი მასპინძლობს

2024-04-13 19:53:00

პირველად საქართველოში Women's 50 კატეგორიის ჩოგბურთის საერთაშორისო ტურნირები გაიმართება - თამაშებს ლოპოტა სპა რეზორტი მასპინძლობს.

LOPOTA TENNIS OPEN ორ საერთაშორისო ტურნირს აერთიანებს, რომლებიც 22 აპრილიდან 5 მაისამდე პერიოდში გაიმართება.

ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ პროფესიონალი ქალი ჩოგბურთელები მსოფლიოს 20-ზე მეტი
ქვეყნიდან.

ტურნირი ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის International Tennis Federation ეგიდით და საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ორგანიზატორობით იმართება Georgian Tennis Federation.

თამაშები გადაიცემა ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის ვებგვერდზე: https://live.itftennis.com/en/live-scores

საქართველოში ყოველ წელს იმართება სხვადასხვა დონის საჩოგბურთო ტურნირები, LOPOTA TENNIS OPEN კი ყველაზე მასშტაბური და მაღალი კატეგორიის ტურნირია, რაც ამ დრომდე ჩვენს ქვეყანაში ჩატარებულა.

კავკასიონის მთებით გარშემორტყმული, პროფესიონალურ დონეზე მოწყობილი ლოპოტას კორტები ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენის დასახვედრად ემზადება.

LOPOTA TENNIS OPEN -ის გენერალური სპონსორები არიან TBC - თიბისი
და
HeidelbergCement Georgia • ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია

მხარდამჭერები -
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო

წყალი ბაკურიანი - Bakuriani Water

belive.ge

Miti Tour

Flowers F-Lovers

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები