დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორია კანადა - საქართველოს სავაჭრო ურთიერთობები

როგორია კანადა - საქართველოს სავაჭრო ურთიერთობები

2024-04-17 19:00:00

კანადაში ექსპორტი 74%-იან ზრდას, ხოლო იმპორტი 18%-იან კლებას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ კანადაში 829.85 ათასი დოლარის პროდუქცია გაიტანა, 2023 წელს კი 476.20 ათასი დოლარის.

კანადაში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი თხილი და კაკალია, რომელზედაც ამ ქვეყანაში ექსპორტის 41%-ი მოდის. 

TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო კანაში ყიდის:

  • თხილი და სხვა კაკალი - 338.40 ათასი დოლარი;
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 202.77 ათასი დოლარი;
  • ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 92.70 ათასი დოლარი;
  • მსუბუქი ავტომობილები - 85.80 ათასი დოლარი;
  • ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები, სხვა წესით დამზადებული ან დაკონსერვებული - 65.52 ათასი დოლარი;

რაც შეეხება იმპორტს, ის ერთი წლის განმავლობაში 17.6%-ითაა შემცირებული.  2024 იანვარ-თებერვალში კანადიდან საქართველოში 4,289.32 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 5,207.83 ათასი დოლარის.

კანადიდან საქართველოში ნომერ პირველი პროდუქტი  მსუბუქი ავტომობილებია.

TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო კანადიდან ყიდულობს:

  • მსუბუქი ავტომობილები - 3,280.02 ათასი დოლარი;
  • თევზი გაყინული - 389.76 ათასი დოლარი;
  • ხორცი ღორის ახალი, გაცივებული ან გაყინული - 121.51 ათასი დოლარი;
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 71.73 ათასი დოლარი;
  • ავტომანქანების ნაწილები, ექსპლუატაციაში ნამყოფი - 59.81 ათასი დოლარი;

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

12 წუთის წინ

17 წუთის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები