დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს საგარეო ვალი და კრედიტორები - სტატისტიკა

საქართველოს საგარეო ვალი და კრედიტორები - სტატისტიკა

2024-04-16 10:00:00

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2024 წლის მარტის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 8 722 868 ათას დოლარს შეადგენს, რაც ეროვნულ ვალუტაში დაახლოებით 23 510 746 ათასი ლარია.

2024 წლის მარტში 2023 წლის მარტთან შედარებით სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობა 3%-ითაა გაზრდილი.

ფინანსთა სამინისტროს საიტზე განთავსებული მაჩვენებლებით, 2023 წლის მარტის მდგომარეობით სახელმწიფო საგარეო ვალი მოცულობა 8 473 025 ათასი დოლარი იყო. 

2024 წლის მარტის მდგომარეობით მთავრობის საგარეო ვალი 8 326 315 ათასი დოლარით განისაზღვრა, ეროვნულ ვალუტაში კი ის 222 441 918 ათასი ლარია.

მარტის მონაცემებითვე, მრავალმხრივი კრედიტორების წინაშე დავალიანება 6 260 348 ათასი დოლარია, ანუ 16 873 515 ათასი ლარი. საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან:

აზიის განვითარების ბანკი (ADB), აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), რეკონსტრუქციის და განვითარების განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD)

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები