დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2024 წლის პირველ კვარტალში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან 807.7 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო

2024 წლის პირველ კვარტალში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან 807.7 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო

2024-04-30 10:26:00

2024 წლის პირველ კვარტალში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან 807.7 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან 2%-იან ზრდას აჩვენებს. 2023 წლის პირველ კვარტალში ქვეყანამ საერთაშორისო ტურიზმიდან 795.4 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო.

სებ-ის ინფორმაციით, საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლებში ყველაზე დიდი წილი რუსი მოგზაურების მხრიდან ფიქსირება - 171.2 მლნ დოლარი. მეორე ადგილზეა თურქეთი - 117.5 მლნ დოლარი, ხოლო მესამეზე - ევროკავშირი - 108.3 მლნ ლარი.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ქვეყანამ საერთაშორისო მოგზაურობიდან 4,125.3 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. 2022 წელს დაფიქსირებულ შემოსავლებთან შედარებით ზრდა 17%-ია.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები