კასპის ტექნოპარკში პროექტ AiTalent-ის დემო დღე გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა ინოვაციური და ტექნოლოგიური პროექტების პროტოტიპები წარადგინეს.
სამკვირიანი ტრენინგების განმავლობაში პროექტი მოიცავდა ვორქშოპებს, მენტორშიფს, გუნდურ სამუშაოებს, კონკურსებს, ექსპერიმენტებს AI, ML, NLU მიმართულებით. თითოეულ მიმართულებას ჰყავდა შესაბამისი მენტორი/ტრენერი. მონაწილეებმა, შესაბამის თემატურ ჯგუფებში, შესწავლილი საკითხების მიხედვით, შექმნეს კომერციალიზაციის და მასშტაბირების პოტენციალის მქონესტარტაპ იდეები ან/და პროტოტიპი. პროექტში მონაწილეობდნენ 15-19 წლის ახალგაზრდები შიდა ქართლის რეგიონიდან.
პროექტი მიზნად ისახავს რეგიონში ახალგაზრდების მომავლის პროფესიებით დაინტერესებას, ხელოვნური ინტელექტის (AI), მანქანური სწავლების (ML) და ბუნებრივი ენის მოდელების (NLU)დარგების პოპულარიზაციას. პროექტების წარდგენის შემდგომ გამარჯვებულ გუნდებს გადაეცათთემატური პრიზები.
უახლესი
2 საათის წინ
სად ყიდულობს საქართველო ავოკადოს8 საათის წინ
„პლანტველი“ აგროტურიზმის სექტორში შესვლას გეგმავს9 საათის წინ
ინნ დეველოპმენტი გლდანში მეგა პროექტს იწყებს10 საათის წინ
ქართული ჩაის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი მონღოლეთია10 საათის წინ
TOP-5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო შაქრის იმპორტს ახდენს