დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც საქართველოში საქმიანობს ქვეყანას ბევრი მიმართულებით ეხმარება | გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც საქართველოში საქმიანობს ქვეყანას ბევრი მიმართულებით ეხმარება | გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

2024-05-03 10:42:00

ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც საქართველოში საქმიანობს ქვეყანას ბევრი მიმართულებით ეხმარება, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს ავტორმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომელმაც მიმდინარე კვირის მთავარი ეკონომიკური მოვლენები მიმოიხილა, რომლის მთავარი თემაც მაინც აზიის განვითარების ბანკის თბილისში მიმდინარე შეხვედრა იყო, რომელსაც საქართველო 2-5 მაისს მასპინძლობს. 
„გუშინ საქსტატმა ინფლაციის განახლებული მაჩვენებელი გამოაქვეყნა, რომელიც არის აპრილის მაჩვენებელი თუ რა ხდებოდა ფასებთან დაკავშირებით. უნდა აღინიშნოს, რომ ინფლაცია კვლავ დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება, 2024 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.5 პროცენტი შეადგინა. შეგახსენებთ, რომ სებ-ის მიერ ინფლაციის წლიური მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ითაა განსაზღვრული. შესაბამისად მიზნობრივ მაჩვენებელთან არსებული ინფლაციის მაჩვენებელი ჯერ კიდევ შორს არის. რაც ამ ეტაპზე პოზიტიური მოვლენაა. რაც შეეხება სასაქონლო ჯგუფებს, სადაც ფასების დინამიკა ცვალებადობის, როგორც პოზიტიური ისე ნეგატიური (გაძვირების) თვალსაზრისით: გაიაფების ტენდენციაა სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, ასევე ენერგოპროდუქტებთან მიმართებაში, მათ შორის ელექტროენერგიასთან დაკავშირებით. ჯერ კიდევ გასული წლის ბოლო სემეკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ელექტროენერგიის ტარიფი შემცირდა. რაც შეეხება სურსათსა და სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასების შემცირებას პროგნოზირებადია, რომ ტენდენცია გაგრძელდება, ვინაიდან იმ პერიოდში, როდესაც ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის მეტად შემოსვლა ხდება ბაზარზე ავტომატურად ხდება ფასების კლება გარკვეული ტიპის პროდუქტებზე. სწორედ ამიტომაა, რომ ხაზს ვუსვამთ, რომ საჭიროა მეტი ადგილობრივი პროდუქცია იყოს წარმოდგენილი ბაზარზე და მაქსიმალურად მოხდეს იმპორტის ჩანაცვლება. როდესაც ინფლაცია ქვეყნდება ხოლმე ხშირად ჩანს, რომ იმპორტირებული ინფლაციის წილი არის ყოველთვის მნიშვნელოვანი.

და ვიტყოდი, რომ წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რომელსაც ადგილი აქვს დღეს საქართველოში ეს არის აზიის განვითარების ბანკის 57-ე ყოველწლიური შეხვედრა საქართველოში. სხვაგვარად, რომ ვთქვათ, თუ რას ნიშნავს აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ჩატარება საქართველოში, მე როგორც ფეხბურთის მოყვარულმა ძალიან მარტივი შედარება შემიძლია გავაკეთო. ეს არის ისეთი შეხვედრა, რომ წარმოვიდგინოთ თბილისში ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრა ტარდებოდეს. ასევეა ეკონომიკისთვის აზიის განვითარების ბანკის შეხვედრა და მნიშვნელოვანია, რომ საქართველო იქნა შერჩეული პირველად ასეთი ტიპის შეხვედრის გამართვის ადგილად. რეგიონისადმი ინტერესი განსაკუთრებით მაღალია. თუ არ მეშლება აზიის განვითარების ბანკი ჯერ მის ყოველწლიურ შეხვედრას ატარებს  საქართველოში, ხოლო ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი რამდენიმე დღეში უკვე სომხეთი ატარებს ყოველწლიურ შეხვედრას. საგულისხმოა, რომ რამდენიმე წლის უკან EBRD-ი წლიურ შეხვედრას თბილისმა უმასპინძლა. რეგიონისადმი ინტერესი განსაკუთრებით ძლიერია, განსაკუთრებით ძლიერია არსებული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე. სწორედ ამ საკითხზე ისაუბრა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველო წარმოდგენილია, როგორც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის საკვანძო ხიდი. ანუ ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტიდან განსაკუთრებით ხდება ხაზგასმა იმისა, რომ საქართველო არის საკვანძო ხიდი. რა ხდება ხოლმე ასეთი ტიპის შეხვედრებზე? მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ტიპის შეხვედრებზე გარდა უმაღლესი თანამდებობის პირებისა და პოლიტიკური ნაწილისა, მნიშვნელოვანია ბიზნესშეხვედრები. პოლიტიკურ ნაწილში მთავარი თემა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ ხაზგასმული იყო, რომ ეს არის დაკავშირებადობის გაუმჯობესება - ევროპული დაკავშირებადობა და შუა დერეფანი. სწორედ ამ მიმართულებზე მახვილდებოდა ყურადღება საქართველოს წარმომადგენლების მხრიდან. ბუნებრივია პირველმა ვიცე პრემიერმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების როლზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც შუა დერეფნის დერეფნის გამტკიცებას იწყობს ხელს. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი დღეს არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში საქართველოს როლს ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის თვალსაზრისით, რომ საქართველო არის უალტერნატივო ნაწილი გამომდინარე რუსეთის აგრესიული პოლიტიკისა უკრაინაში. ბუნებრივია სულ უფრო და უფრო დიდია მოთხოვნაა საქართველოზე ტვირთების გადაადგილების მიმართულებით. ყველა საფინანსო ინსტიტუტის სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი არამხოლოდ სატრანზიტო, არამედ ლოგისტიკური ჰაბის და ამასთან დაკავშირებით აქტიურად იყო საუბრები.

გუშინ ასევე საინტერესო შეხვედრები იყო კერძო სექტორთან დაკავშირებულ საკითხებზე. კერძო საფინანსო სექტორების ჩართულობით, განსაკუთრებით მინდა გამოვყო თემები, რომელიც შეეხებოდა ობლიგაციების ბაზარს, მწვანე ობლიგაციების მიმართულებას. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ბიზნესები ალტერნატიული დაფინანსება ვითარდება. ამ კუთხით კი ობლიგაციებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ამ მიმართულებით საინტერესო იყო გალთ ენდ თარაგრტის და თიბისი კაპიტალის მიერ ორგანიზებული დისკუსია, სადაც კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ ამ მიმართულებით ვითარება უნდა გაძლიერდეს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც მინდა აღვნიშნო იყო სწორედ პრემიერის შეხვედრები საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან. 

თუმცა ახლა გადავიდეთ მთავარ თემაზე და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების როლზე ვისაუბროთ. ხშირ შემთხვევაში წარმოუდგენიათ, რომ საფინანსო ინსტიტუტები არის მხოლოდ ბიზნესის ან მხოლოდ მთავრობის დახმარება. საქართველოს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან აქვს მრავალწლიანი თანამშრომლობის გამოცდილება. პირველ რიგში მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც საქართველოში საქმიანობს ქვეყანას ეხმარება ბევრი მიმართულებით, ესენი ძირითადად არიან განვითარების ბანკები. ბუნებრივია ჩვენ ყველაზე ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ დღეს სამ მათგანს გამოვყოფ. პირველ რიგში უნდა აღნიშნოს, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები მინიმუმ ციფრებში გამოხატული, რომ ავიღოთ დღეს, მაგალითად აზიის განვითარების ბანკი, რომლის ყოველწლიური შეხვედრაც ამჟამად საქართველოში ტარდება, საქართველოში წარმოდგენილია უკვე 4,5 მლრდ დოლარიანი ინვესტიციით. მსოფლიო ბანკს, რომელსაც საქართველოში ასევე ბევრი მიმართულებით ავითარებს პროექტებს, მხოლოდ მიმდინარე პროექტების ნაწილში 1,5 მლრდ დოლარის ინვესტიციითაა წარმოდგენილი. EBRD-ი კი მხოლოდ მიმდინარე პროექტების ნაწილში წარმოდგენილია 1,1 მლრდ ევროს ინვესტიციით. 

გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ლიდერშიპს შეხვდა. საქართველოში ოპერირების დაწყებიდან ევროპის საინვესტიციო ბანკმა საჯარო სექტორში 1,6 მილიარდი ევროს ინვესტიცია განახორციელა. ეს არის მრავალმილიარდიანი დახმარება, რომელიც საქართველოში აკუმულირდება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან და რომელიც ხმარდება როგორც მსხვილ პროექტებს, ასევე ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო სატრანზიტო-ლოგიკურ ჰაბად ქცევას, ასევე ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. 

მინდა აღვნიშნო, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს შეფასებებზე, რომელიც როგორც ეკონომიკურ ისე ბიზნეს გარემოს შესახებ საუბრობენ ხოლმე საქართველოში. მათ შორის მინდა აღვნიშნო მსოფლიო ბანკის კარგი მმართველობის ინდიკატორები, სადაც საქართველოს აქვს სოლიდური პოზიციები, რაც არის ხოლმე სიგნალი ინვესტორებისთვის, რომ ისინი შემოვიდნენ საქართველოში. ასევე  EBRD-ი და გაერთიანებული სამეფოს ფინანსური დახმარებითაა შექმნილი საქართველოში საინვესტიციო საბჭოც, რომელიც საქართველოს მთავრობის ჩართულობით პირდაპირ მუშაობს ინვესტორთა მოზიდვაზე. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები არის ასევე გარკვეულწილად საქართველოს სახე დანარჩენი ინვესტორებისთვის, რომ ქვეყანაში განახორციელონ ინვესტიცია. თუ ჩვენ ავიღებთ საგარეო დაფინანსებებს ნაწილს, დონორთა დაფინანსება არის 94%-ი, ხოლო დანარჩენი 6%-ი არის ევრობონდების ნაწილი, თუმცა ესეც მნიშვნელოვანი კომპონენტია და მისი გაზრდა სასურველი ნაწილია. საგულისხმოა, რომ აზიის გვიტარებს ბანკის მიერ საქართველოში ინვესტირებული 4.5 მლრდ დოლარის 113 პროექტზეა გადანაწილებული და ამ პროექტებიდან ყველაზე მსხვილი სატრანსპორტო პროექტებია. აღსანიშნავია, რომ განათლება არის პრიორიტეტული მიმართულება, რომელიც ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პრიორიტეტებშია.

აღსანიშნავია,რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოყოფილი დაფინანსებები ხშირ შემთხვევაში არის დაბალპროცენტიანი სესხები. იმისათვის, რომ ქვეყანამ შეძლოს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. გუშინ ვიცე პრემიერმაც აღნიშნა, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები არიან სწორედ ის ინსტიტუტები, რომლებიც აჩქარებენ საქართველოში პროექტების განვითარებას. დღეს გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე ევროკავშირი ჩქარობს საქართველოზე გამავალი პროექტების განვითარებას, მათ შორისაა ზღავი ზღვის წყალქვეშა კაბელი“, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა. 

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები