დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რატომ დაამატა საქართველომ საერთაშორისო რეზერვებს მონეტარული ოქრო | გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

რატომ დაამატა საქართველომ საერთაშორისო რეზერვებს მონეტარული ოქრო | გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

2024-04-29 10:04:00

საქართველომ ამ კუთხით ყველაზე ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო და საერთაშორისო რეზერვებში მონეტარული ოქრო დაამატა, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს ავტორმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.

როგორც გიორგი აბაშიშვილმა აღნიშნა, მსოფლიოში არის ტენდენცია, რომ ცენტრალური ბანკები საერთაშორისო რეზერვებში ოქროს წილს ზრდიან. 

„დღეს საკმაოდ საინტერესო თემაზე ვსაუბრობთ, საუბარია სებ-ის გადაწყვეტილებაზე საერთაშორისო რეზერვების წილში მონეტარული ოქრო დაემატებინა. რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება, რამაც არაერთგვაროვანი შეფასება გამოიწვია, მაგრამ პირველ რიგში ვთქვათ, რას ნიშნავს რეზერვი?

როდესაც ხდება გარკვეული ტიპის, მცირე ან  მსხვილი კრიზისები, რომელიც შესაძლებელია იყოს გეოპოლიტიკური, ეკონომიკური ან სხვა მოვლენებით განპირობებული, ამ პერიოდისთვის სახელმწიფოს აქვს გარკვეული ტიპის აქტივი, ფულადი თანხები, უცხოურ ვალუტაში, ან ცალკეული ქვეყნების შემთხვევაში ოქროში განთავსებული, რომელსაც ამ კრიზისების მართვისთვის იყენებს. მაგალითისათვის ჩვენ ხშირად გვინახავს ვითარება, როდესაც ვალუტის კურსის მერყეობის დროს სებ-ს, არსებული რყევების დასაბალანსებლად, გამოუყენებია რეზერვები, ანუ უცხოური ვალუტა, ანუ დოლარი. კურსი ამ შემთხვევაში ინფლაციის მაპროვოცირებელი არ გამხდარა.

კიდევ ერთხელ, რომ ვთქვათ, კურსი ყოველთვის არ არის ინფლაციის მაპროვოცირებელი. თუმცა ხანდახან შესაძლებელია იყოს ინფლაციის მაპროვოცირებელი და ამიტომ ხდება ხოლმე სებ-ის მხრიდან ჩარევა და ამ რეზერვების გამოყენება, რათა მოსახლეობა იყოს დაცული, მაგალითად, მაღალი ფასებისგან. ისევე როგორც საერთაშორისო კრიზისის დროს, როგორიც იყო პანდემია. როდესაც წყდება მიწოდების ჯაჭვები, ბიზნესს არ შეუძლია ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფა და სხვა სახელმწიფოს აქვს ფული, რომელსაც ამ შემთხვევაში სებ-ი მართავს საერთაშორისო რეზერვების სახით და ეს რეზერვები სწორედ ასეთი ვითარების დროს გამოიყენება.

კიდევ უფრო მარტივად, რომ ვთქვათ ოჯახს ყოველთვის აქვს გადადებული თანხა რამდენადაც ამის საშუალება არსებობს. სახელმწიფოსთანაც ასეა რა თანხაც შეუძლიათ, იმდენს არეზრვებენ, რომელიც შესაძლოა, გამოიყენონ რთული სიტუაციების დროს.

ამ შემთხვევაში კი შენახული თანხა გამოხატულია ოქროში. ასევე ნებისმიერი ოჯახი თუ კი მას ამის შესაძლებლობა აქვს ინახავს ძვირფას ლითონს და თუ კი დასჭირდება გამოიყენებს. ბუნებრივია არავის არ უნდა, რომ ეს დანაზოგი დახარჯოს.

საქართველოს ყოველთვის ჰქონდა რეზერვები, განსაკუთრებით გასულ წელს სებ-ის მხრიდან რეზერვების შესყიდვის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. თუმცა, აქამდე ეს იყო უცხოურ ვალუტაში გამოხატული და წელს სებ-მა გადაწყვეტილება მიიღო, რომ რეზერვები ყოფილიყო ოქროშიც. ანუ კიდევ უფრო დივერსიფიცირებულად დაცული ყოფილიყო საქართველო, ქვეყნის მოქალაქეები რყევებისგან.

კიდევ ერთი დეტალი, გარდა იმისა, რომ მყარი აქტივია ოქროს დარეზერვებას კიდევ ერთი უპირატესობა აქვს - დივერსიფიცირებაში მნიშვნელოვანია. მაგალითად, პირობითად, 1 მლრდ დოლარი ყოველთვის ნიშნავს 1 მლრდ დოლარს, ბუნებრივია სხვადასხვა მსყიდველუნარიანობით, მაგრამ მაინც 1 მლრდ დოლარია. ოქროს შემთხვევაში კი შესაძლებელია, რომ დღეს შეძენილი 1 მლრდ დოლარის ოქრო, ფასების ტენდენციის გათვალისწინებით შესაძლებელია,1 მლრდ 200 მლნ დოლარის ღირებულების გახდეს.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამ ნიშნით არ ხდება გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ გეტყვით, რომ ეს უპირატესობაც აქვს ოქროს. სსფ, ანუ ჩვენი მთავარი საერთაშორისო პარტნიორი ამ ყველაფერს პოზიტიურად აფასებს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის მსოფლიო პრაქტიკა. 

მოდით ვნახოთ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზები, რომელიც გაქვს. ამ შემთხვევაში გამოვიყენეთ ჩვენს მიერ გაეროს მეთოდოლოგიით შექმნილი GEFM, რომელიც არის საქართველოს ეკონომიკის მოდელირებული პროგნოზი.

მაგალითად, როდესაც ეკონომიკური ზრდა ვარდება, როგორც ეს იყოს 2020 წელს, სწორედ, ამ შემთხვევასი ხდება რეზერვების გამოყენება. პანდემია ამ კუთხით უახლოესი მაგალითია. ასევეა ინფლაციასთან დაკავშირებული რისკები. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ სწორედ პანდემიის შემდეგ გვქონდა ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ სიტუაცია სწორად მართა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს ვხედავთ ინფლაციის დაბალ მაჩვენებელს.

ვალუტის კურსის შემთხვევაში შესაძლოა, იყოს გარკვეული ტიპის მერყეობები, პანდემიის შემდგომ პერიოდში სებ-ს არაერთხელ მოუწია რეზერვების გამოყენება იმისთვის, რომ ვითარება დაესტაბილურებინა. ცალკეულ შემთხვევაში ეროვნულმა ბანკმა დახარჯა რეზერვი, მაგრამ ცალკეულ შემთხვევაში მან დაიწყო რეზერვების დაგროვება. არის პერიოდი შეგროვების და არის პერიოდი ხარჯვის. თუმცა 2023 წელს რეზერვების შეგროვების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. 

რაც შეეხება ოქროს რეზერვებს ცენტრალურ ბანკებში, მათი ზრდის მაჩვენებელი ყოველწლიურად სახეზეა. კიდევ უფრო დეტალურად, რომ შევხედოთ ოქროს რეზერვების წილით პირველი ოთხეული ასე გამოიყურება:  აშშ, გერმანია, იტალია, საფრანგეთი.

2023 წელს განსაკუთრებით აქტიურად მოხდა ცალკეული ქვეყნების მიერ ოქროს შეძენა, მათ შორის ჩინეთმა შეიძინა ოქროს რეკორდული რაოდენობა. განხილვისას ჩვენთვის ყველაზე რელევანტური და სამაგალითოა ევროკავშირის წევრი ქვეყანა პოლონეთი, რომელიც 2023 წელს რეზერვების შესყიდვის კუთხით მეორე ადგილზეა“, - აღნიშნა აბაშიშვილმა. 

უახლესი

4 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები