დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კომპანიის უპირატესობაა უალტერნატივო მიწოდების ვადები და ტარიფები - delivo

კომპანიის უპირატესობაა უალტერნატივო მიწოდების ვადები და ტარიფები - delivo

2024-04-17 11:00:00

კომპანია Delivo არის საფოსტო-საკურიერო კომპანია, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით ოპერირებს და მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს. კომპანია ყოველკვირეულად ფართოვდება და ამატებს ახალ სერვის ცენტრებს ქვეყნის მასშტაბით.

როგორც Business Insider Georgia-სთან Delivo-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ლალი სვიმონიამ განაცხადა, კომპანიის უპირატესობა არის უალტერნატივო მიწოდების ვადები და ტარიფები.

„ჩვენი კომპანია 1 წლის წინ დაარსდა და ისევ სტარტაპს წარმოადგენს, ჩვენი საქმიანობა ქვეყნის შიდა მიწოდების სერვისს მოიცავს. ვპოზიციონირებთ არა როგორც საკურიერო კომპანია, არამედ როგორც საფოსტო-საკურიერო კომპანია, ვინაიდან დღევანდელი ცხოვრების რიტმში, როდესაც თითოეული წუთი მნიშვნელოვანია, რთულია შეძენილი ან გამოგზავნილი ნივთის ლოდინში მთელი დღე სახლში, კურიერის ლოდინში დაკარგო. გამომდინარე აქედან ჩვენ ვთავაზობთ ალტერნატიულ შესაძლებლობას მომხმარებლებს იმისთვის, რომ ნებისმიერ დროს Delivo-ს სერვის ცენტრიდან გაიტანონ ამანათი, პრაქტიკულად უფასოდ.

საქართველოს მასშტაბით 16 რეგიონს 30 სერვის ცენტრით ვფარავთ და ჩვენი დაფარვის ზონა ყოველკვირეულად იზრდება. ჩვენი საბოლოო მიზანია, რომ მოვიცვათ ყველა ქალაქი და რეგიონი, რათა მომხმარებელს საშუალება ჰქონდეს მისთვის სასურველ ლოკაციაზე მიიღოს Delivo-ს უმაღლესი ხარისხის მომსახურება. 2024 წელი ნამდვილად გარდამტეხი პერიოდი იქნება ჩვენი ამ მიზნის მიღწევის გზაზე.

მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ Delivo-ს აქვს უალტერნატივო მიწოდების ვადები და მომსახურების სერვისი. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება თბილისი თუ ნებისმიერი რეგიონი რომელსაც ფარავს ჩვენი კომპანია, მიწოდება გაქვს მომდევნო სამუშაო დღეს. ანუ რეგიონების შემთხვევაში ეს პრაქტიკულად ექსპრეს მიწოდებაა. სწორედ ამიტომ Delivo-ს რაც გამოარჩევს - არის სისწრაფე, კომფორტი და უმაღლესი ხარისხი კლიენტების მომსახურების სფეროში. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ხელმისაწვდომობის ფარგლებში. Delivo საკმაოდ კონკურენტული ტარიფებით არის წარმოდგენილები ბაზარზე“, - განმარტავს Delivo-ს აღმასრულებელი დირექტორი.

ლალი სვიმონიას თქმით, კომპანია ყოველდღიურად იზრდება და დღეისათვის 200-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.

„როგორც გითხარით, ჩვენ ერთი წელია ბაზარზე ვართ, თუმცა აქტიური საქმიანობა 2023 წლის სექტემბრიდან დავიწყეთ. მანამდე იყო მოსამზადებელი პერიოდი, საოპერაციო თუ ტექნიკური საკითხების ორგანიზება და ასე შემდეგ. სექტემბერში თუ გვყავდა 40 თანამშრომელი, დღეს 200-ზე მეტი თანამშრომელი ვართ. სექტემბრის პირველ დღეებში ვემსახურებოდით მინიმალური რაოდენობის მომხმარებლებს და გვქონდა მინიმალური რაოდენობის კონტრაქტები, დღეს კი 300-ზე მეტი კონტრაქტორთან ვთანამშრომლობთ.

ჩვენი მომხმარებლების სიაში არიან არამხოლოდ მოწინავე კომპანიები, არამედ ქართული მცირე თუ საშუალო ბიზნესებიც. ჩვენ არ ვართ ორიენტირებულნი მხოლოდ მსხვილ კომპანიებზე, ასევე ვმუშაობთ რეგიონებშიც ისეთ პატარა ბიზნესებთან, რომლებიც ქმნიან ხელნაკეთ ნივთებს, თავის მოვლის საშუალებებსა და სხვა პროდუქტს. ზუსტად ასეთი მცირე და საშუალო ონლაინ მაღაზიებისთვის ვართ უალტერნატივო გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ნივთის ღირებულებაზე მაღალი მიწოდების სერვისის ტარიფი, აზრს უკარგავს მცირე ბიზნესებთან თანამშრომლობას. გამომდინარე აქედან ჩვენ ბევრი ასეთ მცირე და საშუალო ბიზნესთან ვთანამშრომლობთ.

„ჩვენ გვაქვს გააზრებული, რომ ჩვენი სერვის ცენტრის ოპერატორები და კურიერები არიან პირველი ხაზის თანამშრომლები და ყოველდღიური ურთიერთობა აქვთ მომხმარებელთან, იცავენ ჩვენს კომპანიასა და მის იმიჯს. კომპანია კი თავისი კუთხით მათი ანაზღაურებისა და წახალისების გზებით ცდილობს კეთილგანწყობისა და ლოიალურობის შენარჩუნებას“, - აცხადებს ლალი სვიმონია.

მისივე განმარტებით, მას შემდეგ, რაც კომპანია Delivo მთლიანად მოიცავს საქართველოს ყველა რეგიონს და გახდება ლიდერი საქართველოს ბაზარზე, კომპანიაში არ გამორიცხავენთ, რომ საზღვრების გაფართოების მიზნით, ოპერირებას სხვა ქვეყნებშიც დაიწყონ.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

1 საათის წინ

11 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები