დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მაგთიკომი VS სილქნეტი - ვინ ლიდერობს IPTV-ის აბონენტების და შემოსავლების კუთხით

მაგთიკომი VS სილქნეტი - ვინ ლიდერობს IPTV-ის აბონენტების და შემოსავლების კუთხით

2024-04-17 17:00:00

IPTV-ის აბონენტების 54,3%-ი მაგთიკომზე, ხოლო 37.8%-ი სილქნეტზე მოდის. აბონენტების 7,9%-ი კი IPTV სერვისებით სხვა ქსელებისგან იღებენ მომსახურებას. თუ კი 2024 წლის თებერვლის მაჩვენებლებს 2023 წლის თებერვლის მაჩვენებლებთან შევადარებთ, სახეზეა, რომ მაგთიკომმა IPTV-ის გარკვეული რაოდენობა დაკარგა. სილქნეტის მაჩვენებლები უცვლელი დარჩა, თუმცა ოდნავ გაიზარდა სხვა ქსელების IPTV აბონენტების რაოდენობა. რეალურად მიმდინარე თებერვალში გაზრდილია მცირე ოპერატორების საბაზრო წილები.

2023 წლის თებერვლის მაჩვენებლები ასეთია: მაგთიკომი - 55.1%, სილქნეტი - 37.8%, სხვა - 7.1%.

რაც შეეხება IPTV-ის შემოსავლების გადანაწილება კომპანიების მიხედვით, სტატისტიკა ასე გამოიყურება:

  • მაგთიკომი - 52.8%
  • სილქნეტი - 40.3%
  • სხვა - 7%.

(პროცენტები შესაძლოა 100-მდე არ ჯამდებოდეს მეათედების დამრგვალების გამო)

2024 წლის თებერვალში, 2023 წლის თებერვალთან შედარებით მცირედით გაზრდილია მცირე ოპერატორების შემოსავლები.

თებერვალში IPTV-ის  აბონენტების რაოდენობა 640 ათასი აბონენტი იყო, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით 5%-იან ზრდას აჩვენებს. რაც შეეხება შემოსავლებს ზრდა აქაც 5%-ია და მიმდინარე წლის თებერვლის მაჩვენებლებით 11 მლნ ლარს აღწევს. 

IPTV - მაუწყებლობის ტრანზიტის ერთ-ერთი ტიპი, რომლის დროსაც სამაუწყებლო სიგნალი ქსელებში გადაიცემა ინტერნეტის პროტოკოლის (IP) გამოყენებით.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

3 წუთის წინ

30 წუთის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები