დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საჭიროა ერთიანი სტრატეგია, რადგან ენერგოეფექტური შენობებიდან მომავალში შესაძლებელია, დიდი ენერგეტიკული დანაზოგების მიღება - თორნიკე დარჯანია

საჭიროა ერთიანი სტრატეგია, რადგან ენერგოეფექტური შენობებიდან მომავალში შესაძლებელია, დიდი ენერგეტიკული დანაზოგების მიღება - თორნიკე დარჯანია

2024-04-15 16:10:00

მზის ენერგიის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელი და კომპანია „ჰელიოს ენერჯის“ დამფუძნებელი თორნიკე დარჯანია ფიქრობს, რომ ენერგოეფექტურობის მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები გარკვეულწილად მშენებლობის გაძვირებას გამოიწვევს, თუმცა საბოლოოდ დიდი ენერგეტიკული დანაზოგების მიღება მოხდება. 

დარჯანიას თქმით, ენერგოეფექტურობა ზოგადად არის კომპლექსური თემა და აერთიანებს ძალიან ბევრ სექტორს, ეს არის სამშენებლო სექტორი, ასევე ტექნოლოგიური სექტორი და თავად ენერგეტიკული სექტორი.

„სამუშაო არის ძალიან ფართო მიმართულებით და საჭიროებს ბევრი სახელმწიფო ორგანოს ერთობლივ მუშაობას. ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი რაც გადაიდგა ეს არის თბილისის მუნიციპალიტეტში მშენებლობის ეტაპზე საჭიროა ენერგოეფექტურობის პროექტის წარდგენა. ბიზნესის გადმოსახედიდან, მე რასთანაც მაქვს შეხება, ამ მიმართულებით კადრები ძალიან ჭირს. ანუ ისეთი ტიპის პროფესიონალები, ანუ ენერგო არქიტექტორები ქვეყანაში თითქმის არ გვყავს.

ანუ ერთია კანონის მიღება და მეორეა ის თუ რამდენად არის მზად ქვეყანა, რომ ეს არა ფარატინა ფურცლის სახით არ იყოს წარდგენილი და არამედ პროექტებში იყოს გათვალისწინებული. სამუშაო არის არამხოლოდ რეგულაციების თვალსაზრისით, არამედ იმ მიმართულებითაც თუ ვინ უნდა აკეთოს და როგორ უნდა აკეთოს. რა თქმა უნდა ეს გამოიწვევს გაძვირებას, როგორც სამშენებლო სექტორში ისე სხვა მიმართულებითაც, თუმცა ამის არ უნდა შეგვეშინდეს. იმიტომ, რომ საბოლო ჯამში ხდება თავდაპირველი ინვესტიციის გაზრდა, მაგრამ მომავალში ხდება დიდი ენერგეტიკული დანაზოგების მიღება ანუ ასეთი შენობების აშენებით. ჩვენს ქვეყანაშიც ენერგიის ძირითადი მომხმარებლები არიან შენობები. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ იქნება ეს შენობები აშენებული  და მერწმუნეთ, რომ მაგალითად ბიზნეს მოლის არაეფექტურად აშენება გავლენას ახდენს თითოეულ მოქალაქეზე, იმიტომ, რომ ის ენერგეტიკული დანახარჯი, რომელსაც ეს შენობა იღებს საერთო კალათიდან აისახება თითოეულ ჩვენგანზე“,, - აცხადებს თორნიკე დარჯანია.

მზის ენერგიის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელი და კომპანია „ჰელიოს ენერჯის“ დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ  უნდა არსებობდეს სტრატეგია და ამ სტრატეგიას მიყვებოდეს ყველა სახელმწიფო უწყება.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბაღების, სკოლების და სახელმწიფო დაწესებულებების მიმართულება, პირველ რიგში საჯარო დაწესებულებები ამ მიმართულებით მაგალითი უნდა იყოს. მე რასაც ვხედავ რეგიონებში ანუ ენერგიის სრული ფლანგვა ხდება. იქნება ეს ბაღებში, სკოლებში თუ სხვა მიმართულებით. ამიტომ სახელმწიფო უნდა იყოს იმისი მაგალითი, რომ ეს ასე არ მოხდეს“, - აცხადებს თორნიკე დარჯანია. 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები