დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქუთაისისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები სახელმწიფო ენერგეტიკულ კომპანიებში ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან

ქუთაისისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები სახელმწიფო ენერგეტიკულ კომპანიებში ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან

2024-04-26 15:50:00

ქუთაისისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები სახელმწიფო ენერგეტიკულ კომპანიებში ანაზღაურებად სტაჟირებას  თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე გაივლიან, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ხუთ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელთან, მათ შორის, ქუთაისისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტებთან გააფორმა. 

სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსმა ჯუბო ტურაშვილმა პრეზენტაცია სტაჟირების პირობების შესახებ ქუთაისისა და ბათუმის უნივერსიტეტების სტუდენტებს წარუდგინა. ქუთაისში პრეზენტაციას დაესწრნენ სასწავლებლის რექტორის მოადგილე ეკატერინე გაჩეჩილაძე, ბათუმში კი - უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მერაბ დიასამიძე, ასევე ორივე სასწავლებლის სხვა თანამდებობის პირები და სტაჟირების პროგრამით დაინტერესებული სტუდენტები. 

„ენერგეტიკულ საწარმოებში სტაჟირება სტუდენტებს დაეხმარება, კონკურენტუნარიანები გახდნენ შრომის ბაზარზე, უშუალოდ საწარმოებს კი შესაძლებლობა ექნებათ, შეარჩიონ პერსპექტიული კადრები. სტაჟირების პროგრამამ სახელმწიფო უნივერსიტეტებში დიდი დაინტერესება გამოიწვია. ვფიქრობთ, რომ პროგრამა საშუალოვადიან პერიოდში ენერგეტიკულ სექტორში მეტად მოტივირებულ და მცოდნე ახალგაზრდა სპეციალისტების მოსვლის საფუძველს შექმნის," -  განაცხადა ჯუბო ტურაშვილმა. მისი თქმით, სტუდენტებს სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანიების მაღალკვალიფიციური სპეციალისტები დარგის სპეციფიკას გააცნობენ და პროფესიულ ზრდაში დაეხმარებიან.  

პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ პროგრამის ფარგლებში ბაკალავრიატის მე-3 და მე-4 კურსის მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტები შეძლებენ, გაიარონ ანაზღაურებადი სტაჟირება, რომლის შემდგომ, შესაძლებელია, დამსაქმებელსა და სტაჟიორს შორის გაგრძელდეს შრომითი ხელშეკრულება. 

ამასთან, პროგრამა მხოლოდ ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს არ მოიცავს, ის გაცილებით ფართოა და სხვა პროფილის სტუდენტებსაც დააინტერესებს. უშუალოდ ენერგეტიკული მიმართულებების გარდა, სტაჟირების პროგრამის მიმართულებებია: ელექტროენერგეტიკა და ელექტროინჟინერია; თბოენერგეტიკა; ავტომატიზებული მართვის სისტემები; იურიდიული; ეკონომიკური; აღრიცხვის კონტროლი; აღრიცხვის ავტომატიზებული სისტემები; ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიები; ინჟინერ-გეოდეზია; სამთო გეოლოგია/ გეოინჟინერია; გაზით ვაჭრობა; ენერგეტიკული ბაზრის მართვა; გარემოს დაცვა და ქიმია.

უახლესი

7 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები