დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში, გაყიდვებმა მოლოდინს გადააჭარბა - კავკასიაში BOSCH-ის წარმომადგენლობის მენეჯერი

საქართველოში, გაყიდვებმა მოლოდინს გადააჭარბა - კავკასიაში BOSCH-ის წარმომადგენლობის მენეჯერი

2024-04-26 16:59:00

საქართველოს ბაზარზე გაყიდვების მაჩვენებელმა მოლოდინს გადააჭარბა, - ამის შესახებ  Business Insider Georgia-ს კავკასიაში BOSCH-ის წარმომადგენლობის ელექტრო ხელსაწყოების გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერმა თამთა ქართველიშვილმა განაცხადა. 

„2012 წელს თბილისში ოფიციალურად გაიხსნა BOSCH-ის წარმომადგენლობა კავკასიაში. უკვე მე-13-ე წელია რაც კავკასიის ბაზარზე ვართ წარმოდგენილი. როდესაც წარმომადგენლობა გაიხსნა კავკასიის რეგიონში, იყო მოლოდინი რომ გაყიდვები რეგიონის ქვეყნებიდან ყველაზე მზარდი აზერბაიჯანში იქნებოდა, თუმცა ამ მაჩვენებლით საქართველო ლიდერობს, მეორეა აზერბაიჯანი, ხოლო მესამე სომხეთი“, - ამბობს თამთა ქართველიშვილი.  

მისი თქმით, BOSCH-ის ელექტრო ხელსაწყოების გაყიდვები საქართველოს ბაზარზე თვიდან-თვემდე იზრდება. 

„BOSCH-ის ელექტრო ხელსაწყოები ხარისხიანია და ფასიც შესაბამისი აქვს. ის ადამიანები, ვინც ამ ხელსაწყოებს იყენებს მიხვდნენ, რომ სჯობს ძვირი გადაიხადონ, რადგან BOSCH-ის ელექტრო ხელსაწყოები იშვიათად გამოდის მწყობრიდან, უსაფრთხოა და დაზიანების რისკი ნაკლებია“, - ამბობს თამთა ქართველიშვილი. 

კავკასიაში BOSCH-ის წარმომადგენლობის ელექტრო ხელსაწყოების გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერი ამბობს, რომ 2024 წლის პირველ კვარტალში გაყიდვები კვლავ მზარდია. 

„ძირითადი მოთხოვნა არის ელექტრო სახრახნისებზე, ბაღის ლაზერულ ხელსაწყოებზე. ასევე მოთხოვნაა გრავირების ხელსაწყოებზე“, - ამბობს კომპანიის კავკასიის წარმომადგენლობის მარკეტინგის მენეჯერი. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

9 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები