დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოდან იორდანიაში ექსპორტი 220%-ითაა გაზრდილი - რას ვყიდით და რას ვყიდულობთ

საქართველოდან იორდანიაში ექსპორტი 220%-ითაა გაზრდილი - რას ვყიდით და რას ვყიდულობთ

2024-04-18 13:00:00

საქართველოდან იორდანიაში ექსპორტი 220%-ითაა გაზრდილი, ხოლო იმპორტი 82%-ითაა შემცირებული. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ იორდანიაში 1,584.69 ათასი დოლარის პროდუქცია გაყიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 494.86 ათასი დოლარის.

2024 წლის 2 თვეში იორდანიაში ექსპორტზე საქართველოდან სულ 2 პროდუქტი გავიდა:

  • მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან - 1,047.37 ათასი დოლარი
  • ნივთიერებები შემკვრელი მზა, სამსხმელო ფორმების წარმოებაში გამოსაყენებელი - 537.32 ათასი დოლარი.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ორი ორი თვის მაჩვენებლებით იორდანიაში ექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა.

რაც შეეხება იმპორტს, იმპორტის მიმართულებით კლებაა. 2024 წლის იანვარ-თებერვალი იორდანიიდან საქართველოში 20.50 ათასი დოლარის პროდუქცია შემოვიდა, 2023 წლის ორ თვეში კი 113.47 ათასი დოლარის. 

მიმდინარე მაჩვენებლებით საქართველომ იორდანიიდან 5 პროდუქტის იმპორტი განახორციელა:

  • თესლი, ნაყოფი და სპორები დასათესად - 17.13 ათასი დოლარი
  • ფინიკი, ლეღვი, ანანასი, ავოკადო, გუაიავა, მანგო და მანგოსტანი - 2.40 ათასი დოლარი
  • პირადი ნივთები - 0.45 ათასი დოლარი
  • ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 0.35 ათასი დოლარი
  • პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი, შაქარლამა, ნამცხვარი და სხვა პურფუნთუშეული - 0.17 ათასი დოლარი.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

14 საათის წინ

14 საათის წინ

15 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები