დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში 2024 წელს ეკონომიკური აგენტების 23 983 კონცენტრაცია დარეგისტრირდა

საქართველოში 2024 წელს ეკონომიკური აგენტების 23 983 კონცენტრაცია დარეგისტრირდა

2024-04-17 11:32:00

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წლის პირველ კვარტალში, საქართველოში - ეკონომიკური აგენტების 23 983 კონცენტრაცია დარეგისტრირდა. იდენტიფიცირებული მონაცემების მიხედვით, 23 968შემთხვევაში რეგისტრირებულ კონცენტრაციებში მონაწილე მხარეების წლიურიბრუნვა, წინასწარი შეტყობინების ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელკრიტერიუმს წლიური ბრუნვის ნაწილში არ აკმაყოფილებდა. 15  შემთხვევააკმაყოფილებდა, თუმცა 12 მათგანი  კონკურენციის კანონმდებლობით განსაზღვრულგამონაკლისებში მოექცა, რამაც ისინი  შეტყობინების ვალდებულებისგან გაათავისუფლა. რაც შეეხება 3 შემთხვევას, იდენტიფიცირებული მონაცემებისმიხედვით, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა კონცენტრაციის თაობაზე სააგენტოსთვისწინასწარ შეტყობინების ვალდებულებას. შესაბამისად, აღნიშნული ეკონომიკურიაგენტების მიმართ სააგენტომ საქმისწარმოება დაიწყო.  საკითხი ეხება - სასარგებლო წიაღის გადამუშავებას და დისტრიბუციისა და ვაჭრობის სექტორებს.

 

ინფორმაციისთვის: სააგენტოსთვის წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია თუ მისი მონაწილე პირების ერთობლივი შემოსავალი საქართველოს ტერიტორიაზე, შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების წარმოშობის წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, აღემატება 20 მილიონ ლარს და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის ერთობლივი შემოსავალი აღემატება 5 მილიონ ლარს. კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების განხილვის საფასურია 5000 ლარი.

 

სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული კონკურენციის სააგენტოს გვერდის ავლით, სააგენტოს მიერ შეტყობინების განხილვამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად განხორციელების შემთხვევაში, შეტყობინების წარდგენის ვალდებულების მქონე პირი ჯარიმდება. 

2024 წელს, სააგენტომ  5 კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა.


მსგავსი სიახლეები